Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ცაგერის სოფლებში მოსახლეობა მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს
ambebi.ge
28 July 2017, 12:20
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩქუმისა და ქულბაქის მოსახლეობა გარკვეული სახეობის მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნინო მჟავანაძემ განუცხადა, მწვანე ფერის მსხვილი მატლები, რომლებიც ქსელს აკეთებენ, გაზაფხულზე თავდაპირველად ხეობაში ბზის ბუჩქებს გაუჩნდა.

მისივე თქმით, ახლა უკვე მათ ხეობი Advertisement დან სოფელში გადმოინაცვლეს და თითქმის ყველა ხეზე ქსელები გააკეთეს.

„ახლა უკვე ამ მატლებმა მოსახლეობის ეზოებში ხეებზე ქსელები გააკეთეს. ეს არის ობობის ქსელის მსგავსი. ერთ ქსელში 10-15 მატლია გახვეული. ანადგურებენ ხეებს და დგას საშინელი სუნი. სოფელში გაჩერება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ნინო მჟავანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა. მჟავანაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა მატლების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარებას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი